Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი 
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის  2021 წლის 8 ივნისის N80/01-01 ბრძანება)  


კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“;
  4. 2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში (2020 წლის 7 აგვისტოდან 2021 31იანვრის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი. 
  5. 2020 - 2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში (2020 წლის 7 აგვისტოდან 2021 31იანვრის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში  9 ივნისიდან – 13 ივნისის ჩათვლით მისამართზე: social@tsu.ge 

 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება 16 ივნისს 10:00 სთ.


აპელაცია:  16 ივნისი 17:00 სთ-მდე (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge )


საბოლოო შედეგები გამოცხადდება  17 ივნისს


გისურვებთ  წარმატებებს !